გუნდი

სხვადასხვა რეგიონში საკონსულო კომპეტენციების განხორციელებისას საპატიო კონსულთან თანამშრომლობს პროფესიონალი კადრისგან შემდგარი გუნდი, რომელმაც წლების განმავლობაში გაიცნო, შეისწავლა და შეიყვარა საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ტრადიციები.

ფრანჩესკო ბიონდელი პიაჩენცადან

ლომბარდია

ბოკონის უნივერსიტეტის ბიზნეს ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსური აგენტის სპეციალობის კურსისდასრულების შემდეგ, ფრანჩესკო ბიონდელიმ სამუშაო გამოცდილების მიღება დაიწყო უძრავი ქონებისსაფინანსო სექტორში, სააქციო საზოგადოება AEDES S.p.A.-ში (დღეს AEDES SIIQ) და Fondamenta SGR.p.A- ში(დღეს Quadrivio SGR),  გარდა ამისა, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, Deloitte-ის Corporate Fianance განყოფილების  უძრავი ქონების ჯგუფის Real Estate-ის გუნდის წევრი იყო.

შემდეგ ფრანჩესკო ბიონდელიმ  პროფესიული საქმიანობა  განაგრძო იტალიური კომპანიებისინტერნაციონალიზაციის საკონსულტაციო სფეროში, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისმიმართულებით და მოღვაწეობდა მილანს, სინგაპურსა და ლონდონს შორის, ამასთან ერთად, აგრძელებდასაკონსულტაციო საქმიანობას უძრავი ქონების სექტორში მომუშავე კომპანიების მხარდასაჭერად. არისიტალიის ფინანსური ანალიტიკოსებისა და კონსულტანტების ასოციაციის (AIAF) წევრი.

f.biondelli@consolatonorariogeorgia.it

სილვიო პიჩინელი

ლომბარდია

დაიბადა 1983 წელს  მილანში, მიწის მესაკუთრეთა, მეცნიერთა და მეწარმეთა ისტორიულ ოჯახში. სილვიომ დაიწყო და დაასრულა სასკოლო განათლების მიღება ბარნაბიტი (Barnabite) მამების Zaccaria ინსტიტუტში, სადაც გატაცებული იყო როგორც ტექნიკური და მეცნიერული, ისე ისტორიული და საბუნებისმეტყველო საგნებით. ეს დიპოლურობა მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხდება მომავალში. დაამთავრა ქ. მილანის ლუიჯი ბოკონის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.

იტალიისა და საზღვარგარეთის ქვეყნების არქიტექტურული და ლანდშაფტის თვალსაზრისით  საინტერესო და მახასიათებელი  ძეგლების მრავალგზის დათვალიერებამ და გაცნობამ, მათი  ისტორიით, ხელოვნებით, არქიტექტურით გატაცებამ და ამ გატაცების  დიდი ხნის სურვილთან შერწყმამ განსაზღვრა  სილვიო პიჩინელის პროფესიული ინტერესი. მან შრომითი საქმიანობა დაიწყო ისტორიული სახლების და სასახლეების არქიტექტურული და მონუმენტური რესტავრაციის სფეროში და ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა ოჯახის რამდენიმე ისტორიულ ნაგებობას. აქ მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩამოაყალიბა  ისტორიული და მონუმენტური შენობა-ნაგებობებისკონსერვაციის, მათი ისტორიული და მონუმენტური ღირებულების განსაზღვრა-აღდგენაში სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია უახლესი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარების გამოყენებით მაქსიმალური შედეგების მიღებაზე.

არის ბერგამოს ეპარქიის ქრისტიანული ქველმოქმედებისა და თანადგომის ფონდის, ,,კონტე პიერო პიჩინელი დი სკანცოროშატეს პია ფონდის’’ წევრი, მიღებული აქვს მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის ღირსების ორდენი.

s.piccinelli@consolatonorariogeorgia.it

ფედერიკა ჩირი

ტოსკანა

ფედერიკა ჩირი ქ. ფლორენციაში დაიბადა და გაიზარდა. მუსიკალური განათლების მიღებისა და უცხო ენების შესწავლის შემდეგ, რამდენიმე წელი სწავლობდა ლონდონსა და ბარსელონაში, სადაც ინტერიერის დიზაინის სპეციალისტის დიპლომი (laurea cum laudae) მიიღო.  შემდეგ ცხოვრობდა  და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში, მადრიდსა და მილანში. ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება შეიძინა მოდის, დიზაინის და კომუნიკაციების სფეროში. ფლორენციაში დაბრუნებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ იწყებს ხელოვნებით საფუძვლიანად გატაცებას. იზრდება პროფესიულად და ხდება არტ გალერის  მენეჯერი.  გალერეა, მისი წყალობით, რამდენი წელში თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა და მრავალი ინტერდისციპლინარული ღონისძიების მასპინძელი ხდება.

ფედერიკა ჩირი დღეს დამოუკიდებელი, მრავალმხრივი და  აღიარებული ფიგურაა მთელი ფლორენციის მასშტაბით.  იგი ორგანიზებას უწევს ფართო სპექტრის ღონისძიებებს,  მუშაობს როგორც ინტერიერის დიზაინის კონსულტანტი და ხელოვნების საკითხების მრჩეველი კერძო კოლექციონერებისათვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არის იტალიის წითელი ჯვრის მოხალისე და აქტიურად მონაწილეობს ამ ორგანიზაციის მიერ ტოსკანის ტერიტრორიაზე განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

f.cirri@consolatonorariogeorgia.it

იოსკა ბიონდელი პიაჩენცადან

ფრანჩაკორტა

Dopo aver conseguito la Laurea Magistrale in Economia delle Istituzioni Internazionali presso l’Università Bocconi e un Master in Storia delle Relazioni Internazionali presso la London School of Economics, Joska Biondelli ha intrapreso la propria attività lavorativa come Head Hunter nella City a Londra. Trascorsi vari anni oltremanica, Joska Biondelli decide di rientrare in Italia per seguire una proprietà di famiglia sita in Franciacorta dove avvia la produzione e la commercializzazione di vini Franciacorta DOCG. È Consigliere del Consorzio di Franciacorta e Vice Presidente dell’associazione Strada del Franciacorta.

j.biondelli@consolatonorariogeorgia.it

კლემენტინა ბერდინი

მარკე

კლემენტინა ბერდინი ცხოვრობს და საქმიანობს ქ. პეზაროში. 2000 წელს ქ. კამერინოს უნივერსიტეტის ფარმაცევტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გაააგრძელა  სწავლა და დაამთავრა ქ. სიენის უნივერსიტეტის  მაგისტრატურა ფიტოთერაპიაში და ქ. კამერინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა ტრადიციულ და კლინიკურ გალენიკაში. ამ თემაზე  სამეცნიერო ჟურნალებში მრავალი სამეცნიერო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.

2007 წელს კ. ბერდინი თანამშრომლობას იწყებს ბატონიშვილ ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონთან, წმინდა საყდართან  საქართველოს იმჟამინდელ ელჩთან, როდესაც იგი ორგანიზებას უკეთებს  ერთი ტონა მედიკამენტების ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას საქართველოში, თბილისში ლტოლვილი მოსახლეობის დასახმარებლად. იმავე წელს,  ქალბატონებთან მარია ფრანკოსა  და ქრისტინა როსისთან ერთად აარსებს ასოციაციას წმინდა გიორგის ფარის მეგობრები ონლუს , რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს საქართველოს ლტოლვილი მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის, ორი საქველმოქმედო კონცერტი ქ. პეზაროს როსინის სახელობის თეატრში და ერთი-ქ. ფერმოს აკუილას თეატრში.

ათ წელზე მეტია არის კულტურული ასოციაციის ,,Le Cento Città’’ წევრი, რომელიც მიზნად ისახავს მარკეს რეგიონის მხატვრული და ეკოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობას და წარმოჩენას. თავისუფალ დროს უთმობს თავის ორ დიდ გატაცებას-მოგზაურობას აფრიანი ნავით და ტერიტორიის ეკოლოგიას.

c.berdini@consolatonorariogeorgia.it

© Copyright - CONSOLATO ONORARIO DI GEORGIA IN ITALIA