სასარგებლო ინფორმაცია

ტურისტული ინფორმაცია

იტალიიდან საქართველოში მოგზაურობა

იტალიის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა სავიზო რეჟიმის გარეშე ერთი წლის ვადით.

შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს,  იტალიაში და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ მოქმედი/ვალიდური ბინადრობის ნებართვა/ ,,პერმესო დი სოჯორნო’’, შეუძლიათ გაემგზავრონ იტალიიდან საქართველოში ტურისტული მიზნით, მაქსიმუმ 90 დღის ვადით,  სავიზო რეჟიმის გარეშე.

საჭირო დოკუმენტები:

პასპორტი,  საქართველოში შემოსვლის დღიდან სულ მცირე ექვსი თვის მოქმედების ვადით,

პირადობის მოწმობა ქაღალდის და ელექტრონულ ფორმატში, იმ პირობით, რომ ტრანზიტი უნდა მოხდეს შენგენის ქვეყნებში

ვიზიდან გათავისუფლებული ქვეყნების სრულ ჩამონათვალს შემდეგ მისამართზე გაეცანით:

www.geoconsul.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს საკონსულო სექციას იტალიის რესპუბლიკაში.

საქართველოდან იტალიაში მოგზაურობა

საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, რომელთაც გააჩნიათ მოქმედი/ვალიდური ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ გაემგზავრონ საქართველოდან  იტალიაში ტურისტული მიზნით, მაქსიმუმ 90 დღის ვადით,  სავიზო რეჟიმის გარეშე

საჭირო დოკუმენტები:

პასპორტი, შენგენის ქვეყნიდან  წასვლისთვის/უკან დაბრუნებისთვის გათვალისწინებული თარიღის  მომდევნო მინიმუმ სამი თვის მოქმედების ვადით,

იტალიაში სამუშაო მიზნით შემოსასვლელად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ სპეციალური ვიზა თბილისში იტალიის საელჩოში და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია.

სასრგებლო ბმულები


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ინვესტირება საქართველოში
მიწის მესაკუთრეთა უფლებების ასოციაცია
საქართველოს საელჩო იტალიაში
იტალიის საელჩო საქართველოში
ეუთოს მისია საქართველოში
თუშეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

© Copyright - CONSOLATO ONORARIO DI GEORGIA IN ITALIA