ლელიო ორსინი დ’არაგონა

ლელიო ნიკოლო ორსინი დ’არაგონა დაიბადა 1981 წელს ქ. რომში, იტალიელი მამის და ქართველი დედის ოჯახში. არის წმინდა ჯვრის პონტიფიკალური უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბაკალავრის ხარისხით. უძღვება/მართავს ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფირმას/კომპანიას და პირად საკუთრებაში არსებულ  სასოფლო სამეურნეო საწარმოს.

ლელიო ორსინის დიდი სიყვარული აკავშირებს დედულეთთან, წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა soft diplomacy მოღვაწეობას საქართველოს კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში.

არის 1991 წელს დაარსებული, იტალიურ-ქართული საზოგადოების ,,წმინდა გიორგის ფარის’’ პრეზიდენტი და მრავალი კულტურული და საქველმოქმედო ინიციატივის ორგანიზატორი. გასულ წლებში საქართველოს მთავრობის მიერ არაერთხელ იქნა შეყვანილი  ვატიკანის სახელმწიფოსა და წმიდა საყდარში ვიზიტით მყოფი საქართველოს სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციისა და იტალიის წითელი ჯვრის (C.R.I.) ამჟამინდელი პრეზიდენტის ბ-ნ როკას მიერ  2014 წლის იანვარში,  მას გადაეცა წითელი ჯვრის ოქროს მედალი საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სფეროში გაწეული წვლილისათვის, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის პერიოდში: ,, მადლიერების ნიშნად  იმ განსაკუთრებული მორალური და ჰუმანიტარული ღირებულებებისათვის, რომელიც საერთაშორისო წითელიჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპებით არის შთაგონებული და რომელიც იტალიის წითელი ჯვრის ორგანიზაციისადმი მრავალი წლის განმავლობაში თანადგომით გამოავლინა. უანგარობის თვალშეუდგამ მაგალითს,  არაერთგზის გამოუვლენია თავი კეთილშობილური ალტრუიზმით და უღვაწია ძალიან ეფექტური და დიდი მნიშვნელობის  ღონისძიებების განხორციელებისთვის, ზოგჯერ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასადაც,  ადამიანის უფლებათა,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის,  და საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობისსაარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, როგორც ეს იტალიის წითელი ჯვრის თითოეულ ღირსეულ წარმომადგენელს ევალება’’.

გარდა ამისა, ამჟამად იგი გახლავთ  იტალიის რესპუბლიკის მიერ აღიარებული და 2011 წლის 1 აგვისტოდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე,
წმინდა გიორგის სასულიერო სამხედრო კონსტანტინეს ორდენის რომისა და ლაციოს დელეგატი.

© Copyright - CONSOLATO ONORARIO DI GEORGIA IN ITALIA