ლიანა ისაკაძე
დაიბადა ქ. თბილისში, მუსიკალურ სკოლაში შევიდა შვიდი წლის ასაკში. მისი მასწავლებლის, პროფესორშიუკაშვილის ხელმძღვანელობით ცხრა წლის ასაკში დაუკრა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრთანერთად.
1956 წელს შეასრულა თავისი პირველი სავიოლინე კონცერტი. 1965 წელს მიენიჭა მარგარიტ ლონგისა დაჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსის ,,პირველი პრემია’’ (პარიზი); 1970 წელს მონაწილეობა მიიღო ჩაიკოვსკისსახელობის საერთაშორისო კონკურსში (მოსკოვი) და მიიღო მესამე პრემია; 1970 წელს, სიბელიუსისსახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე(ჰელსინკი) დაჯილდოვდა პირველი პრემიით. 1964 წლიდან 1981 წლამდე იგი უკრავდა მოსკოვის ვიოლინოების სახელმწიფო კოლექციიდან ნაჩუქარ, სტრადივარიუსის ვიოლინოზე.
1965 წლიდან ლიანა ისკაძე უკრავდა როგორც სოლისტი მევიოლინე, ისეთ დირიჟორებთან, როგორებიცაა: ჯირი კაუტი, პაავო ბერგლუნდი, ვლადიმირ ვერბიცკი, ჯირი ბელოჰლავაკი, ვალერი გერგიევი, ეჰუდიმენუჰინი, ერი კლაუსი, ალექსანდრე დიმიტრიევი, კურტ მასური, თომას სანდერლინგი, მიხაილ იუროსკი, ჯუკკა-პეკკა სარასტე, ჰიროიოკი ივაკი, რუდოლფ კემპე, ვაცლავ ნეუმანი, მარის ჯანსონსი, იენ პასკალთორთელიე, ჰერბერტ ბლომსტედტი, გინტარას რინკევიჩიუსი, ნემი ჯორვი, დიმიტრი ლიზი, ჩარლზ დუტოიტი.
1983 წელს იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მათ შორის: Eichstädt (გერმანია), “ღამის სერენადები” ბიჭვინთაში (აფხაზეთი / საქართველო), ბათუმში Open Air ფესტივალი(საქართველო) და “ხელოვნების ფესტივალი” ბორჯომში (საქართველო). 2011 წლის შემდეგ ლიანაისაკაძემ ჩამოაყალიბა ანსამბლ-ორკესტრი “Virtuosi da Facebook”. შემსრულებლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღესამ ,,თავგადასავალში’’, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მუსიკოსები იყვნენ. ანსამბლ-ორკესტრის პირველიგამოსვლა/კონცერტი 2011 წლის აგვისტოში ბათუმში (საქართველო), “ღამის სერენადების” ფესტივალზეშედგა.
1989 წლის 26 მაისიდან 1991 წლის 26 დეკემბრამდე ლიანა ისაკაძე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატიიყო.
ლიანა ისაკაძეს მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება (1988), საქართველოსდამსახურებული არტისტის წოდება (1970), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1975, 1983, 2002), საპატიონიშნის ორდენი (1998, 2002).