Contatti dell’Ambasciata

როგორ და როდის შემიძლია დაკავშირება საქართველოს საელჩოსთან? საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 9.30 დან 6 საათამდე შემდე ნომერზე 0645540280, საკონსულო საკითხებზე სატელეფონო კონსულტაცია წარმოებს: ყოველ სამუშაო დღეს 15:00 დან-17:00 საათამდე, შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 0645540281 გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში, სატელეფონო კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: +39 333 8879123 კორონა ვირუსთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში 24 საათის განმავლობაში ჩართულია ცხელი ხაზის შემდეგი ნომრები:

+39 333 887 9123

+39 350 131 2131

+39 350 148 3114

+39 350 148 3183

თუ რაიმე მიზეზით თქვენთვის შეუძლებელია ტელეფონით დაკავშირება, შეგიძლიათ საელჩოს თანამშრომელს საელჩოს Facebook-ის გვერდზეც დაუკავშირდეთ:

www.facebook.com/ambasciatadigeorgia

🔴 Per quali motivi posso uscire di casa?

რა მიზეზით შემიძლია ქუჩაში გასვლა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში?

მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას. ასეთ შემთხვევაში, თან უნდა იქონიოთ შევსებული და ხელმოწერილი ავტოსერთიფიკატი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. სერთიფიკატის ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ საელჩოს ვებ-გვერდზე.

🔴 Quali sono le “situazioni di assoluta necessità”?

რა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომლის არსებობის დროსაც საპატიოდ ჩაითვლებაგადაადგილება შევსებული ავტოსერთიფიკატით? გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი საპატიო გარემოებების არსებობისას: დადასტურებული სამუშაო საჭიროებები; აბსოლუტური გადაუდებლობა (“სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებისთვის”) აუცილებელი მდგომარეობა (იმავე მუნიციპალიტეტში გადაადგილებისთვის, ან გადაადგილება, რომელიც აისახება ყოველდღიურობაში ან რომლებიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოკლე მანძილებზე სურსათის შეძენა, აფთიაქში წასვლა და ა.შ.); ჯანმრთელობის მიზეზები.

🔴 Cosa rientra nelle esigenze di assoluta urgenza? Posso portare a spasso il cane…

შედის თუ არა აუცილებელ მდგომარეობაში მაგალითად ძაღლის გასეირნება, სირბილი და/ან სპორტული აქტივობა? ამასთან, ვინაიდან ,პროდუქტის მაღაზიების გარდა, მუშაობას აგრძელებენ, სატელეფონო, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები, ასევე ქიმწმენდები, ტაბაკერიები (თამბაქოს მაღაზიები), არის თუ არა დარღვევა იქ წასვლა და ითველბა თუ არა სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოებებად? იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ზემოთ აღნიშნული შეზღუდვები არ ექვემდებარება სანქციებს, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიატორიაზე. თუმცა, აუცილებელია, რომ ავტოსერთიფიკაციის შევსებული მოდული თან იქონიოს ყველამ ნებისმიერი გადაადგილებისას.

🔴 Quando ci si può spostare e quando no da un Comune all’altro?

შემიძლია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება?
კი, აბსოლუტური გადაუდებლობის შემთხვევაში, თუ გექნებათ შევსებული ავტოსერთიფიკატი მგზავრობის დასაბუთებული არგუმენტაციით, რომ მიემგზავრებით სამსახურში ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, ან ბრუნდებით მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამშობლოში და შესაბამისი ავიაკომპანიის ბილეთები გაგაჩნიათ.
აქვე გთხოვთ, მგზავრობის დაწყებამდე გადაამოწმოთ შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და მოძრაობის გრაფიკი, რადგან ასეთი ტრანსპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავებული, შეზღუდული განრიგით მოძრაობს.

🔴 Come compilare l’autodichiarazione.

როგორ შევავსო ავტოსერთიფიკატი?

ავტოსერთიფიკატის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის ბმულზე:

http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=424&lang=1&NewsID=142494

🔴 Dove posso prendere l’autodichiarazione?

სად ვიშოვო ავტოსერთიფიკატი?

ავტოსერთიფიკატი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდიდან, ამობეჭდოთ, შეავსოთ და ხელი მოაწეროთ.

თუ ვერ ახერხებთ ამობეჭდვას, ავტოსერთიფიკატი შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე ტაბაკერიებში.

🔴 Il regime per chi si trova in Italia per 90 giorni

3 თვიანი სავიზო რეჟიმი დარღვევა არ მინდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო ვერვახერხებ დროულად საქართველოში დაბრუნებას? ჩამეთვლება რეჟიმის დარღვევად?

Ⴟანდაცვის გადაუდებელი გარემოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ საემიგრაციო სამსახურები და კვესტურები დროებით დაკეტილია მოქალაქეებისათვის, უცხოელებმა, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ მოკლე ვადიან ვიზას ან უვიზო რეჟიმს დრო ამოეწურა, არ უნდა მიმართოთ არანაირ ფორმალობას. თქვენი იტალიის ტერიტორიაზე ყოფნა, ფორს მაჟორული მდგომარეობიდან და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტიდან გამომდინარე, ჩაითვლება საპატიოდ, ერთადერთი ვალდებულებით, რომ დატოვოთ იტალიის ტერიტორია არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთანავე. ანუ იმისათვის, რომ დარღვევა საპატიოდ ჩაითვალოს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან და რეგულარული მიმოსვლისა და ფრენების აღდგენისთანავე უნდა დატოვოთ იტალიის ტერიტორია.

🔴 Mi scade il permesso di soggiorno e non riesco a rinnovarlo

იტალიაში ცხოვრების ნებართვას (permesso di soggiorno)ვადა გასდის და ვერ ვახერხებ განახლებას.


 2020 წლის 17 მარტის (დეკრეტი CURA ITALIA) 103 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ “ყველა სერთიფიკატი, ატესტატი, ნებართვა, თანხმობა, მოწმობა, ავტორიზაცია და საკვალიფიკაციო დოკუმენტი, რომლებსაც ვადა გასდით 31 იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით, ქმედითუნარიანია 2020 წლის 15 ივნისამდე”.  დოკუმენტების ამ კატეგორიაშია  იტალიაში ცხოვრების უფლებაც (Permesso di soggiorno), რომლის ვადაც, ზემოთხსენებული პერიოდის განმავლობაში ვადის გასვლის შემთხვევაში, გაგრძელდება 2020 წლის 15 ივნისამდე.

🔴   Come comprare il biglietto per il volo del 21 aprile?

როგორ ვიყიდო ბილეთი რომი-თბილისის სპეც-რეისზე?

რომი თბილისის სპეციალური რეისი განხორციელდება 21 აპრილს. ელექტრონული ბილეთების გაყიდვა 2 დღით ადრე – 19 აპრილს თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება „საქართველოს ავიახაზების“ (აირზენა) ვებ-გვერდზე https://www.georgian-airways.com/ და გაგრძელდება ბილეთების ამოწურვამდე. ბილეთის სავარაუდო ფასი იქნება 199 ევრო.

🔴 Ho fatto la registrazione all’ambasciata, avrò la possibilità di tornare a casa con il volo del 21?

საელჩოში რეგისტრაცია მაქვს გავლილი და მოვხვდები თვითმფრინავზე?

საელჩოში რეგისტრაცია ემსახურება საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის დადგენას და არ გულისხმობს არც ბილეთების დაჯავშნას და არც რიგის დაკავებასა, თუ რაიმე სხვა შეღავათს ავიაბილეთების მოსაპოვებლად. თვითმფრინავზე მოსახვედრად მოქმედებს ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი წესები. (იხილეთ წინა კითხვის პასუხი)

A che ora inizia la vendita dei biglietti?

🔴 რომელ საათზე დაიწყება ბილეთების გაყიდვა?

ავია-რეისთან დაკავშირებული დეტალები.⏱💳 ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 აპრილის თბილისის დროით დილის 10:00 საათზე. რეისთან დაკავშირებული სხვა დეტალები (ბორტზე დაშვებული ტვირთის ოდენობა, ცხოველების გადაყვანის შესაძლებლობა და პირობები, ხელბარგის წონა და სხვა ინფორმაცია) უნდა დააზუსტოთ ავია-კომპანიასთან.

Come posso arrivare a Roma per poi imbarcarsi per la Georgia?

🔴 როგორ ჩამოვიდე რომამდე თბილისში გასამგზავრებლად?🚈

მას შემდეგ რაც შეიძენთ ბილეთს, უნდა შეავსოთ ავტო სერთიფიკატი, სადაც რომის მიმართულებით მგზავრობის მოტივად მიუთითებთ სამშობლოში დაბრუნებას. ეს დოკუმენტი ბილეთთან ერთად ჩაითვლება საპატიო მიზეზად იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან რომის მიმართულებით გადაადგილებისთვის. გადაადგილებას შეძლებთ სხვადასხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (მატარებლით, თვითმფრინავით, ავტობუსით და სხვა), რომლის ბილეთები და მოძრაობის განრიგი წინასწარ უნდა შეამოწმოთ მგზავრობის დაწყებამდე.

ავტოსერთიფიკატის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=424&lang=1&NewsID=142494

🔴 Ci saranno i voli speciali da alte città italiane?

იქნება თუ არა სხვა რეისი და იქნება თუ არა ფრენები რომის გარდა სხვა ქალაქებიდან? ✈️

არ არის გამორიცხული დაინიშნოს დამატებითი რეისები, მაგრამ ინფორმაცია რეისების თარიღისა და გამგზავრების ქალაქების შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც რეისი დაინიშნება. ასეთი ინფორმაცია საელჩოს ვებ-გვერდზე და „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდება.

🔴 Un cittadino straniero può comprare il biglietto per il volo special ed entrare sul territorio georgiano?

შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს იყიდოს ბილეთი სპეციალურ ავია-რეისზე და შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე?

ამისათვის უცხოეთის მოქალაქე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, ან მშობელი და უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი, შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია.

🔴 Non ho passaporto, come fare?

პასპორტი არ მაქვს, რა ვქნა?

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაკარგეთ პასპორტი, ან მას ვადა გაუვიდა ან სხვა მიზეზით არ ფლობთ მას, სამგზავრო დოკუმენტად უნდა გამოიყენოთ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, რომლის აღებასაც შეძლებთ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე შეძენილი გექნებათ ავიაბილეთი სპეც-რეისზე. დასაბრუნებელ მოწმობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დარეკეთ შემდეგ სატელეფონო ცხელ ხაზზე: +39 350 148 3114.