გაცნობებთ, რომ 5 დეკემბერს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის წარმომადგენლები განახორციელებენ ქ. მილანში მივლინებას საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით. საკონსულო მიღება განხორციელდება მილანში საქართველოს საპატიო კონსულის ლელიო ორსინი დ’არაგონა ბაგრატიონის ხელშეწყობით.  მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ხუთშაბათს 5 დეკემბერს 10:00-18:00 სთ-ებში, შემდეგ მისამართზე:
05 dicembre 2019
dalle 10.00 alle 18.00
Via Zabedia 2, Milano

*italiano a fondo pagina

 

გაცნობებთ, რომ შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგი მომსახურებების გაწევა:

1.         განაცხადის ჩაბარება პასპორტზე სრულწლოვანი და მხოლოდ იმ არასრულწლოვანი პირებისათვის, რომლებზეც ერთხელ მაინც გაცემული იყო პასპორტი.

 

სრულწლოვანმა პირმა უნდა წარმოადგინოს პასპორტის, პირადობის ან მართვის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი დისკზე და 1 ცალი დაბეჭდილი (ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაღებული თეთრ ფონზე).

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ არასრულწლოვანისა და მშობლების პასპორტების ორიგინალები ასლებთან ერთად, არასრულწლოვანის ფოტოსურათი დისკზე და 2 ცალი დაბეჭდილი (ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაღებული თეთრ ფონზე), დაბადების მოწმობა და მისი ასლი.

 

თუ ბავშვი დაბადებულია იტალიაში უნდა წარმოადგინოთ საერთაშორისო ტიპის დაბადების მოწმობა(estratto dell’ atto di nascita internazionale/plurilingue), რომელიც გაიცემა ადგილობრივ მერიაში (comune). ხსენებული დოკუმენტი უნდა იყოს  დამოწმებული აპოსტილით(apostille) პრეფექტურის მიერ.

სხვა სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის შტამპით  და თარგმნილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ თარგმანი შესრულებულია საქართველოში რეგისტრირებული ნოტარიუსის მიერ, დამატებითი დამოწმება არ ესაჭიროება. თუ თარგმანი შესრულებულია უცხო სახელმწიფოს ორგანოების მიერ აუცილებელია თარგმანის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.

დაბადების მოწმობის ორიგინალი პასპორტის დამზადებამდე დარჩება საკონსულო სამსახურში.

 

16 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა ორივე მშობლის თანხმობით, შესაბამისად უნდა გამოცხადდეს ორივე მშობელი, ან ერთ-ერთმა წარმოადგინოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. 

9 წლის ასაკიდან სავალდებულოა ბავშვის პირადი გამოცხადება.

ამასთან გაითვალისიწინეთ, რომ დაკარგული პასპორტის შეცვლის (აღდგენისათვის) აუცილებელი იქნება პირმა წარმოადგინოს ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან პასპორტის დაკარგვის თაობაზე განაცხადა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში. უცხო ენაზე შედგენილი/გაცემული ცნობა/დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით.  საკონსულოში წარდგენილ განცხადებას შესაძლებელია თან დაერთოს დაკარგვის თაობაზე ინგლისურ ან რუსულ ენაზეგაცემული/თარგმნილი დოკუმენტი, რაც დამატებით აღარ საჭიროებს თარგმნას ქართულ ენაზე.  ამასთან, არ იქნება სავალდებულო დაკარგვის თაობაზე მიმართვის დამადასტურებელი  დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ ლეგალიზაცია.

 

2.         განაცხადის ჩაბარება პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად

 

უნდა წარმოადგინოთ პასპორტის, პირადობის ან მართვის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი დისკზე და 1 ცალი დაბეჭდილი (ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაღებული თეთრ ფონზე).

 

3.         განაცხადის ჩაბარება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად.

 

სრულწლოვანმა პირმა უნდა წარმოადგინოს პასპორტის, პირადობის მოწმობის ან მართვის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი დისკზე და 2 ცალი დაბეჭდილი.

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში საკმარისია გამოცხადდეს ერთ-ერთი მშობელი, წარმოადგინოს მისი და არასრულწლოვანის პასპორტი (არსებობის შემთხვევაში)ასლებთან ერთად; არასრულწლოვანის ფოტოსურათი დისკზე და 2 ცალი დაბეჭდილი, დაბადების მოწმობა და მისი ასლი. თუ ბავშვი დაბადებულია იტალიაში უნდა წარმოადგინოთ საერთაშორისო ტიპის დაბადების მოწმობა(estratto dell’ atto di nascita internazionale/plurilingue), რომელიც გაიცემა ადგილობრივ მერიაში (comune). ხსენებული დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით(apostille) პრეფექტურის მიერ.

 

4.               განაცხადის ჩაბარება თარგმანის გასახორციელებლად. (ქართულიდან იტალიურზე და პირიქით)

შეიძლება ითარგმნოს  მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები: ცნობა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, დიპლომი, ნიშნების ფურცელი, ატესტატი, სერთიფიკატი, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილება/დასკვნა.

 

უნდა წარმოადგინოთ პასპორტის/პირადობის ასლი და სათარგმნი დოკუმენტის დედანი  და ასლი.

 

5.               განაცხადი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად.

·         საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი;

·         დაბადების მოწმობის ასლი;

·         გვარის შეცვლის შემთხვევაში გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. გვარის შეცვლისმოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვ.). თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია იტალიის რესპუბლიკისკომპეტენტური ორგანოს მიერ, აუცილებელია წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული.

·         წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან მეუღლისგარდაცვალების მოწმობა).

·         შვილის (შვილების) დაბადების მოწმობა ან მამობის დადგენის მოწმობა თუ განმცხადებელს  ჰყავს შვილი(შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;

 

6.      განაცხადი კანონით დაშვებული ნებისმიერი ცნობის მისაღებად.

      უნდა წარმოადგინოთ პასპორტის/პირადობის ასლი და ყველა დოკუმენტის ასლი რაც აუცილებელია თქვენთვის სასურველი ცნობის გასაცემად. მაგ. ოჯახის შემადგენლობის ცნობისათვის – ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მათთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადგილზე მომსახურების გაწევა მოიცავს მხოლოდ განაცხადის/მოთხოვნის ჩაბარებას. დოკუმენტების დამზადება განხორციელდება საელჩოში, ქ. რომში და დოკუმენტის დამზადების შესახებ შეტყობინება იგზავნება მოქალაქის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე. საელჩოდან დოკუმენტების გატანა დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს პირადად, მინდობილი პირის, საფოსტო გზავნილის ან კურიერის მომსახურების მეშვეობით.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკაშირდეთ საკონსულო სამსახურს სამუშაო დღეებში

Vi informiamo che il 5 dicembre avrà luogo a Milano l’Open Consular day, giornata aperta ai cittadini georgiani che offrirà loro alcuni importanti servizi consolari: domanda e rilascio di passaporto, domanda e rilascio della carta d’identità elettronica, domanda e rilascio del foglio temporaneo sostitutivo del passaporto per rientro in Georgia, domanda di traduzione conforme di documenti e certificati (dal georgiano all’italiano e viceversa), domanda di riconoscimento della non esistenza di ostacoli al matrimonio.
I funzionari della Sezione Consolare dell’Ambasciata di Georgia presso la Repubblica italiana saranno presenti a Milano al fine di realizzare i servizi consolari per i cittadini georgiani. Il servizio consolare sarà realizzato con il supporto del Consolato Onorario di Georgia a Milano.
05 dicembre 2019
dalle 10.00 alle 18.00
Via Zabedia 2, Milano